ტოკიოში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან ნახევარი ტოკიოშია რეგისტრირებული. კერძოდ, იაპონიის დედაქალაქში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი დაუდასტურდა 293 ადამიანს. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ეს ტოკიოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იაპონიაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 24 500-მდე შემთხვევა, გარდაიცვალა 985 ინფიცირებული.