ტოკიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ტოკიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ტოკიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას იაპონიის მთავრობამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გასულიყვნენ სახლებიდან.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 7 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 123 ადამიანი.