იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასული დღე-ღამის განმვლობაში „კოვიდ-19“-ის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეოთხე დღეა, იაპონიის დედაქალაქში ახალი შემთხვევების რაოდენობა 50-ზე მაღალია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 18 390 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 971 ადამიანი.