ტოკიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ტოკიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
იაპონიის დედაქალაქისთვის ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა დედაქალაქში შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპები მიმდინარეობას.
„როიტერის“ ინფორმაციით, ტოკიოს მთავრობა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების ახალი შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვით აღარ მიიღებს და მომავალში მხოლოდ ექსპერტების რჩევებს დაეყრდნობა. ტოკიოში „კოვიდ-19“-ის 19 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 976 ადამიანი.