ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია 7800 სპორტსმენს აქვს მოპოვებული #1TVSPORT
7800 სპორტსმენზე მეტმა მიიღო ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა მარკ ადამსმა.
„7800-ზე მეტმა სპორტსმენმა მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები. ათვისებულია ოლიმპიური ლიცენზიების 70 პროცენტი. სპორტის ბევრ სახეობაში საკვალიფიკაციო ტურნირები დასრულებულია. დარჩენილი 20 პროცენტი განაწილდება რეიტინგის მიხედვით, კიდევ 10 პროცენტი – ტურნირების მეშვეობით. ბოლო ვადაა – 29 ივნისი“, – განაცხადა ადამსმა.