ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ იაპონური კომპანების 56 პროცენტი გამოდის
იაპონური კომპანიების 56 პროცენტი გამოვიდა კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიადის გადადების ან გაუქმების წინადადებით. ამის შესახებ სააგენტო „როიტერმა“ დაწერა კვლევით ფირმაზე Tokyo Shoko Research-ზე დაყრდნობით.
შეზღუდული რაოდენობის მაყურებლით თამაშების ჩატარებას ემხრობა რესპოდენტთა 20 პროცენტი, უმაყურებლოდ – 17 პროცენტი, სრულფასოვან ფორმატში – 7.7 პროცენტი. გარდა ამისა, იაპონური კომპანიების 70 პროცენტზე მეტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ოლიმპიადის გაუქმება ან გადატანა მათთვის მხოლოდ მცირე ფინანსურ წაგებას მოიტანს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან რვა აგვისტომდე გაიმართება.