ტოკიოს ოლიმპიადაზე ოფიციალური დელეგაციების წევრთა რაოდენობაც შეიზღუდება #1TVSPORT
იაპონიის მთავრობამ თხოვნით მიმართა ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნებს – შეამციროს ოფიციალური დელეგაციის წევრთა და სპორტის მინისტრთა თანმხლები პირების რაოდენობა.
როგორც სააგენტო Kyodo იტყობინება, იაპონიაში ითხოვენ ქვეყნების ხელმძღვანელთა დელეგაციების 11 კაცამდე შეზღუდვას, ხოლო სპორტის მინისტრთა მხლებლების რიცხვი ხუთამდე უნდა შემცირდეს. იაპონიაში იმოდევნებენ, რომ ამგვარი ზომები დაეხმარება კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ ასევე ვარაუდობენ ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარებას უცხოელი გულშემატკივრების გარეშე. ელოდებიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მარტის ბოლოს გამოაცხადებენ.