ტოკიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარება არ სურს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ნაწილი მომავალ წელს ზაფხულის ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგ გამოდის.
გამოკითხვის შედეგად, ტოკიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს თავის ქალაქში ოლიმპიადის ჩატარება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით არის გადატანილი. ორი იაპონური სააგენტოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპოდენტთა 51.7 პროცენტმა გამოთქვა იმედი, რომ თამაშები ან გადაიდება, ან გაუქმდება, 46.3 პროცენტი იმედოვნებს 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარებას.
გამოკითხვაში 1030 რესპოდენტი მონაწილეობდა.
უფრო ადრე, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიანიშნეს, რომ ზაფხულის თამაშები მეორედ არ გადაიდება და ის გაუქმებულად გამოცხადდება.
2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება.