ტოივო კლაარს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივეს
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით, 2024 წლის 31 აგვისტომდე გაუხანგრძლივეს.
როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კლაარი სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და მის მოვალეობაშია რეგიონში, კერძოდ, საქართველოსა და მთიან ყარაბაში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ხელშეწყობა, ისევე როგორც სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის წახალისება.