ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტოივო კლაარი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციებს 2021 წლის 28 თებერვლამდე შეასრულებს.
ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.