ტოივო კლაარი - რა მცირე დროა გასული 9 აპრილის მოვლენებიდან და რა ცოტა რამ არის ცნობილი დასავლეთში ამ მოვლენებზე
სამხრეთ კავკასიის და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი 9 აპრილზე სოციალურ ქსელ „თვითერში“ წერს.
„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. რა მცირე დროა გასული ამ მოვლენებიდან და რა ცოტა რამ არის ცნობილი დასავლეთში ამ მოვლენებზე“, – აღნიშნულია ტოივო კლაარის „თვითერის“ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.