ტოივო კლაარი - იმედი მაქვს, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები თუნდაც მცირე შეთანხმებების სურვილით მიუსხდებიან მაგიდას, თუმცა მნიშვნელოვან პროგრესში დარწმუნებული არ ვარ, რადგან მართლაც რთული დროა
იმედი მაქვს, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები დისკუსიისა და თუნდაც მცირე შეთანხმებების სურვილით მიუსხდებიან მაგიდას. უფრო მასშტაბურ საკითხებზე ჩვენ შევეცდებით წინსვლას, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, რადგან მართლაც რთული დროა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდიც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველა წინა რაუნდი.
ამასთან, ტოივო კლაარის განცხადებით, თავად ფაქტი, რომ ჟენევის დისკუსიები იმართება რეგულარულად, მაშინაც კი, როცა გეოპოლიტიკურად რთული ვითარებაა, დასაფასებელია.
„რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში პროგრესის მიღწევაც შედარებით უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ. იმედი მაქვს, დღეს მონაწილეებიც მაგიდას მიუსხდებიან დისკუსიისა და თუნდაც მცირე შეთანხმებების სურვილით. უფრო მასშტაბურ საკითხებზე ჩვენ შევეცდებით წინსვლას, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, რადგან მართლაც რთული დროა“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.