ტოივო კლაარი - ჟენევის დისკუსიის ფორმატი ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შეიქმნა, დისკუსიისთვის ახლა კვლავ აქ ვართ, რაც ნიშნავს, რომ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია
ტოივო კლაარი - ჟენევის დისკუსიის ფორმატი ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შეიქმნა, დისკუსიისთვის ახლა კვლავ აქ ვართ, რაც ნიშნავს, რომ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

ჟენევის დისკუსიის ფორმატი შეიქმნა ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის და ის, რომ დისკუსიისთვის ახლა კვლავ აქ ვართ ნიშნავს, რომ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა განაცხადა.

ტოივო კლაარი იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის კარგი დიალოგი იქნება.

„ჩვენ, როგორც თანათავმჯომარეები ვცდილობთ, ფოკუსირება მოვახდინოთ ძალის არგამოყენებასა და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს მცდელობები. ბოლო დროს კარგია, რომ ენგურის ხიდზე გადასასვლელი გაისხნა და მიმოსვლის მაჩვენებელი თითქმის იგივე გვაქვს, რაც პანდემიამდე იყო, მაგრამ ოსეთის მხარე ახლაც დაკეტილია. როდესაც სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაახლოებით ერთი თვის წინ ცხინვალში ვიყავით, ჩვენ განსაკუთრებით მძლავრი ყურადღება დავუთმეთ, როგორც ახალგორის, ისე სხვა გადასასველების გახსნის საკითხს. მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რადგან ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გადაადგილების უფლება“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.