თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფესიული სასწავლებლის ნაცვლად სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფესიული სასწავლებლის ნაცვლად სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი.
დედაქალაქის მერის განცხადებით, შენობის დემონტაჟის ბრძანება მერიის შესაბამისი სამსახურის მერ უკვე გაცემულია, თუმცა მერიას ჯერ მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სასწავლებლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.
„ეს შენობა-ნაგებობა, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძეგლი არ არის. როგორც ვიცი ხორციელდება სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა, თუმცა მშნებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, რადგან ამას სჭირდება გარკვეული კვლევები, დოკუმენტაციის მომზადება, როგორც ყველა ნებართვის გაცემის დროს და როგორც კი იქნება ეს ყველაფერი მზად, იმსჯელებს შესაბამისი სამსახური. დემონტაჟთან დაკავშირებით გაცემულია ნებართვა, რადგან აქ უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი”, – განაცხადა კახა კალაძემ.