ტოჩინოშინმა თავისი მე-100, საიუბილეო ბაშო გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
2023 წლის პირველ სუპერტურნირს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. ეს ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის კარიერაში საიბილეო, მე-100 ბაშოა.
ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას, ჩიიოშომას დაუპირისპირდა. ქართველი სუმოისტი მეტოქეს აქამდე რვაჯერ დაეჭიდა, ურთიერთშეხვედრებში ჩიიოშიმას უკეთესი შედეგი ჰქონდა – 5:3.
35 წლის ქართველისა და 31 წლის მონღოლის ორთაბრძოლა ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მოწინააღმდეგე იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეათე მაეგაშირა ჰირადოუმი იქნება.