ტოჩინოშინმა სეზონის ბოლო ბაშო მინიმალური კაჩი-კოშით დაასრულა [ვიდეო]
ფუკუოკაში წლის უკანსკნელი სუპერტურნირი დასრულდა. კიუშუ ბაშოზე 8:7 ბალანსი დააფიქსირა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა ბოლო ორთაბრძოლა მეშვიდე მაეჰაშირა შოჰოძანთან გამართა. იოჯის(მსაჯის) არადამაჯერებელი მოქმედების შედეგად ტოჩინოშინს სამჯერ მოუწია მეტოქესთან შეჯახება და სამივეჯერ დაჯაბნა, თუმცა ორჯერ დაფიქსირდა მატა და საბოლოოდ გამარჯვება მაინც შოჰოძანს დარჩა, რადგან ერთ-ერთ ეპიზოდში ლევანის ფეხი დოჰიოს გარე პერიმეტრს ოდნავ შეეხო.
ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე რვა ბრძოლა მოიგო, სეზონში კი ელიტარულ დივიზიონში ყველაზე მეტი 59 გამარჯვება დააფიქსირა. ლევან გორგაძე ისევ ოძეკის რანგში გამართავს შემდეგ ბაშოს, რომელიც იანვარში ტოკიოში ჩატარდება.
წლის ბოლო სუპერტურნირის გამარჯვებული კომოსუბი ტაკაკეიშო გახდა. 22 წლის იაპონელმა 13:2 ბალანსი დააფიქსირა და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო