ტოჩინოშინმა აკი ბაშოს ბოლო დღეს ოჩინოჯო დაამარცხა, მაგრამ ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
სექტემბრის ბაშოს ბოლო დღეს ტოჩინოშინი ივლისის ბაშოს გამარჯვებულს, იჩინოჯოს დაუპირისპირდა. ეს მეტოქეები კარგად იცნობენ ერთმანეთს – აქამდე გამართული 27 ბრძოლიდან 17 ქართველმა სუმოისტმა მოიგო, მონღოლმა – ათი.
ტოჩინოშინი მოქმედ ჩემპიონთან მძიმე ბრძოლაში ჩაერთო, მაგრამ საბოლოოდ, ძლიერი მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
დღევანდელი წარმატების მიუხედავად, ლევან გორგაძემ ტურნირზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა – შვიდი მოგება და რვა მარცხი.