ლევან გორგაძეს დღეს დაწყებულ აკი ბაშოზე წარმატებული სტარტი აქვს.
ტურნირის პირველ დღეს ქართველი სუმოისტი (179 კგ, 192 სმ, 34 წლის) იაპონელ ონოშოს (162 კგ, 178 სმ, 26 წლის) დაუპირისპირდა.
ეს სპორტსმენები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ერთი ბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო, ორი – ონოშომ.
თუმცა, ლევან გორგაძემ მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ონოშოსთან ურთიერთშეხვედრებში ახლა უკვე თანაბარი სტატისტიკა აქვს.