ტიტე აროშიძე - ბათუმში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრების მხრიდან დარღვევები ფიქსირდება
ბათუმში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრების მხრიდან სხვადასხვა დარღვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ტიტე აროშიძემ ბათუმის მერობის კანდიდატის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ცდილობენ, საარჩევნო კომისიებში პროვოკაცია მოაწყონ.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრების მხრიდან სხვადასხვა დარღვევები ფიქსირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 46-ე, მე-60, 55-ე, 64-ე უბნებთან სიებით იმყოფებიან ხუთი მეტრის რადიუსში, რაც კანონდარღვევაა. დღის განმავლობაში ყველა პროცესს ვაკვირდებით, ისინი პროვოცირებას ცდილობენ კომისიებში, ასევე ამომრჩევლებთან და დამკვირვებლებთან კონფლიქტში შედიან. ეს ყველაფერი ოქმებში აისახება. ყველანაირ პროვოკაციას პასუხი გაეცემა. არ შეიძლება, 100 მეტრის რადიუსში სიებით ამომრჩევლის დაფიქსირება“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.