ტირანაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პარლამენტის შტურმი სცადა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მომიტინგეები, ისე სამართალდამცველები და ჟურნალისტები.
აქციის მონაწილეები ალბანეთის მმართველი სოციალისტური პარტიის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლულზიმ ბაშა მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.