თინათინ ბერძენიშვილი - ვულოცავ გერმანიას გაერთიანების დღეს, ვფიქრობ, ეს ისტორიული დღე არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის
მედიის თავისუფლების სფეროში გერმანიის საელჩო ყოველთვის აქტიური იყო ჩვენს ქვეყანაში და იმედი მაქვს, ეს კვლავაც გაგრძელდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვულოცავ გერმანიას ამ დღეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა ძალიან დიდი კონტრიბუტორი და მეგობარია ჩვენი ქვეყნის. უამრავი პროექტი იყო დღესაც დასახელებული და იმედი მაქვს, მათ შორის მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების სფეროშიც გერმანიის საელჩო ყოველთვის აქტიური იყო ჩვენს ქვეყანაში და ეს კვლავაც გაგრძელდება“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
გერმანიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.