თინათინ ბერძენიშვილი - ვფიქრობ, „მოამბემ“ შეინარჩუნა მაყურებლის სიყვარული და მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა
თინათინ ბერძენიშვილი - ვფიქრობ, „მოამბემ“ შეინარჩუნა მაყურებლის სიყვარული და მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, საბოლოო ჯამში, მაყურებლისთვის ერთადერთი თუ არა, ყველაზე სანდო იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მოამბე“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

„50-ზე მეტი წელია, რაც „მოამბე“ ეთერშია. ნახევარი საუკუნე არის ძალიან სერიოზული თარიღი. მართალია, სახელმწიფო ტელევიზია და საზოგადოებრივი მაუწყებელი განსხვავდება ერთმანეთისგან. მინდა, ვთქვა, რომ სტაბილურობა, მაყურებლის სიყვარული, ვფიქრობ, „მოამბემ“ შეინარჩუნა, კიდევ უფრო გაზარდა ნდობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, საბოლოო ჯამში, მაყურებლისთვის ერთადერთი თუ არა, ყველაზე სანდო იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და, რა თქმა უნდა, „მოამბე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 55 წლის გახდა. საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა.