თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.

„ალბათ, არავისთვის არის გასაკვირი, რომ ვაპირებ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. ამის უპირველესი მიზეზი ის დაწყებული საქმე და შედეგია, რომელსაც უკვე ხედავთ პირველი არხის ყველა პლატფორმაზე და ახალი სეზონიდან კიდევ უფრო მეტს დავინახავთ ყველა ერთად, ასევე ის უმნიშვნელოვანესი და ძირეული გარდაქმნის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს კადრს მიღმა იმ გუნდთან ერთად, რომელსაც ზუსტად ესმის, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და რა ღირებულებებზე დგას საზოგადოებრივი მედია საქართველოსა და ევროპაში.

მაქვს პატივი, ვიყო ევროპის მაუწყებელთა კავშირში (EBU) მედიამართვის კომიტეტის წევრი, ასევე, გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელთა ალიანსი 56 ქვეყნის 115 წევრს, 900 ლოკალურ და რეგიონულ ტელე-რადიო სერვისს აერთიანებს. ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზია ის, რომ ძალიან დეტალურად ვიცნობ ჩვენს ორგანიზაციას, კარგად ვიცი აქ მიმდინარე თუნდაც მიკროპროცესები და იმედი მაქვს, ჩემი ეს ცოდნა და დაგროვებული გამოცდილება მხოლოდ გამოადგება საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა.