თინათინ ბერძენიშვილი - ნუცა ბუზალაძის გამოსვლამ და ფინალში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი
უამრავმა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროვიზიაზე, შევედით ათეულში, რაც უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ნახევარფინალში ძლიერ ქვეყნებთან ერთად იყო და ფინალში გადასვლა დიდი გამარჯვებაა.
„ძალიან ემოციური საღამოა, რადგან საქართველო არის შვიდი წლის შემდეგ ფინალში, მით უფრო, მაშინ, როდესაც სისტემა შეიცვალა, ჟიური აღარ აძლევს ქულებს ფინალისტებს, მხოლოდ სმს-ს შეუძლია, მონაწილე გაიყვანოს ფინალში. ჩვენ ვნახეთ, რომ უამრავმა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საქართველოს და ძალიან ძლიერ ქვეყნებს შორის გავხდით გამარჯვებული. შევედით ათეულში, რაც უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა. ვფიქრობ, ნუცას გამოსვლამ და ფინალში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში გადავიდა. ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი 9 მაისს გაიმართა.