თინათინ ბერძენიშვილი გაერო-ს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
დღეს გაერო-ს დღისა და გაეროს 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა.
მიწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. თინათინ ბერძენიშვილმა ორგანიზაციას საიუბილეო თარიღი მიულოცა.
„უპირველესად, მინდა, მივულოცო ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ეს იუბილე. ყველაზე მთავარი, რაც ყველას გვაერთიანებს, რაც უნდა იყოს და არის მესიჯი – ეს არის მშვიდობა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. საქართველოს პირველ არხს აქვს რამდენიმე პროექტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის „ტელესკოლის“ ფარგლებში, რომ მესიჯები, რომელიც გლობალურია და მთელი მსოფლიოსთვის ერთია, იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.