თინათინ ბერძენიშვილი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მედიაზე, ასევე მიმოვიხილეთ მედიაგარემო
თინათინ ბერძენიშვილი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მედიაზე, ასევე მიმოვიხილეთ მედიაგარემო

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მედიაზე, მათ შორის, მიმოვიხილეთ მედიაგარემო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

„გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ვისაუბრეთ მედიაგარემოზე. კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მედიაზე. მათ შორის, მიმოვიხილეთ მედიაგარემო. ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მონიტორინგის ჩატარება სწორედ არჩევნების პერიოდში, რათა იყოს დაცული ის მედიასტანდარტი, რომელიც ევროპული მედიის ყველაზე დიდი ღირებულებაა. ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს, იმ ანგარიშის შემდეგ, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ, სადამკვირვებლო მისია ჩამობრძანდება საქართველოში და უკვე მედია მიმართულებით, კონკრეტულად იმ ადამიანებს შევხვდებით, ვინც ამ საარჩევნო პერიოდში იმუშავებს მედიასთან, იქნება მონიტორინგი და ამაში ჩვენც ვიქნებით ჩართული“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.