თინათინ ბერძენიშვილი - ძალიან გახშირდა პირველ არხზე შეტევა და არც მიკვირს, თავისუფალი მედია არასდროს უყვარდათ ამ ქვეყანაში
თინათინ ბერძენიშვილი - ძალიან გახშირდა პირველ არხზე შეტევა და არც მიკვირს, თავისუფალი მედია არასდროს უყვარდათ ამ ქვეყანაში

მე ვუხდი ბოდიშს ჩემს ჟურნალისტებს პოლიტიკოსების მაგივრად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის მიმართ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თავდასხმას გამოეხმაურა.

„ძალიან გახშირდა პირველ არხზე შეტევა და არც მიკვირს თითქოს – თავისუფალი მედია არასდროს უყვარდათ ამ ქვეყანაში. მე ვუხდი ბოდიშს ჩემს ჟურნალისტებს პოლიტიკოსების მაგივრად, დღევანდელი მუქარა კი, დამიჯერეთ, მხოლოდ ამ არხის არქივად არ დარჩება“, – წერს თინათინ ბერძენიშვილი „ფეისბუქზე“.