თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენთვის მთავარია, რეალურად შევძლოთ უკრაინელი ხალხის დახმარება, მჭიდრო კავშირი გვაქვს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ერთად ვმუშაობთ მოქალაქეების სწორი ინფორმირებისთვის
თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენთვის მთავარია, რეალურად შევძლოთ უკრაინელი ხალხის დახმარება, მჭიდრო კავშირი გვაქვს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ერთად ვმუშაობთ მოქალაქეების სწორი ინფორმირებისთვის

საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს პირველი არხი სთავაზობს საინფორმაციო დახმარებას. უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე: (+995) 32 240 94 77

„ჩვენთვის მთავარია, რეალურად შევძლოთ უკრაინელი ხალხის დახმარება. სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგების მიმართ, მჭიდრო კავშირი გვაქვს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ერთად ვმუშაობთ მოქალაქეების სწორი, გადამოწმებული ინფორმირებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის რამდენიმე გადამღები ჯგუფი უკრაინაში სამივე პლატფორმისთვის (ტელევიზია, რადიო, ონლაინპორტალი) მუშაობს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კოორდინაციით და უახლეს, გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდის მაყურებელს, რაც უმნიშვნელოვანესია საინფორმაციო ომისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელების პირობებში.