თინათინ ბერძენიშვილი „აიბი მთიების“ მოსწავლეებს შეხვდა. „დაინახე მომავალი“ ახალი პროექტია უფროსკლასელთათვის, რომლის ფარგლებშიც პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი „აიბი მთიების“ ეწვია და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სატელევიზიო პროფესიების სიღრმისეულ გაცნობას, რაც სამომავლოდ მოიაზრებს პრაქტიკული სამუშაოს ფორმატის ჩვენებას უშუალოდ სატელევიზიო სივრცეში, თუ როგორ მზადდება გადაცემები, როგორ მუშაობს ტელევიზია და რადიო, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაუწყებლობას და როგორია თანამედროვე სამყაროს მორგებული ტელევიზია და ჟურნალისტის პროფესია.
დღევანდელმა შეხვედრამ ასევე საფუძველი ჩაუყარა „აიბი მთიებსა“ და პირველ არხს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა „აიბი მთიების“ ჰუმანიტარული სკოლის კონსულტანტის და პედაგოგის, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია მურღულიას ორგანიზებით შედგა.