თინა ბოკუჩავა - სიამაყით წარმოვადგენ საქართველოს და „ნაციონალურ მოძრაობას“, მსურს, მივულოცო „ევროპის სახალხო პარტიას“ უზარმაზარი შედეგი არჩევნებში, ერთად უფრო ძლიერები ვართ
თინა ბოკუჩავა - სიამაყით წარმოვადგენ საქართველოს და „ნაციონალურ მოძრაობას“, მსურს, მივულოცო „ევროპის სახალხო პარტიას“ უზარმაზარი შედეგი არჩევნებში, ერთად უფრო ძლიერები ვართ

სიამაყით წარმოვადგენ საქართველოს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მსურს, მივულოცო „ევროპის სახალხო პარტიას“ უზარმაზარი შედეგი ევროპარლამენტის არჩევნებში, ერთად უფრო ძლიერები ვართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ EPP-ის პოლიტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მოუწოდებს ყველას, თვალი ადევნონ 26 ოქტომბრის არჩევნებს.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რანგში. წინა თავმჯდომარეს გადადგომა მოუწია იმ ტრავმების გამო, რომელიც მიიღო მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ძალადობის დროს. საზოგადოების პროტესტი გამოიწვია „უცხოური აგენტების“ შესახებ კრემლისეული კანონის ინიცირებამ. ამ კანონის შესახებ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონი წარმოადგენს წინაღობას საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. ქართველმა ხალხმა გამოხატა მკაფიო პროტესტი, მათ შორის, ქუჩაში.

სიამაყით წარმოვადგენ საქართველოს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მსურს, მივულოცო „ევროპის სახალხო პარტიას“ უზარმაზარი შედეგი ევროპარლამენტის არჩევნებში. ერთად უფრო ძლიერები ვართ და საქართველო უფრო ძლიერი იქნება, როგორც ევროკავშირის წევრი. მოხარულები ვართ, რომ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგში კვლავ გაცხადდა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ქართველი ხალხი იმსახურებს თვის ადგილს ევროპაში. მაგრამ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის მთავრობა, რომელსაც მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი რჩება პოლიტიკურ პატიმრად. მის წინააღმდეგ წაყენებულია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები. მისი პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამით ირღვევა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული სტანდარტი.

მოგიწოდებთ ყველას, თვალი ადევნოთ საქართველოს, სადაც მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 26 ოქტომბერს. იმედი გვაქვს, რომ ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ფორმატით – იქნება ეს ეუთო/ოდირის თუ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები – ჩაერთვებით სადამკვირვებლო მისიებში, რათა ხალხის ნება, შენარჩუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, ერთად დავიცვათ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.