თინა ბოკუჩავა - საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს აირჩევს და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას
თინა ბოკუჩავა - საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს აირჩევს და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავიანთი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს აირჩევს და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერი დიდი ეროვნული გამარჯვების დღე იქნება, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას.

„ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ მომავალს აირჩევს თავიანთი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპული კეთილდღეობის შანსი ექნება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.