თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრს არ ესმის, რომ ოპოზიციის მხრიდან დასაბუთებული კრიტიკა არის დემოკრატიის არსი
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრს არ ესმის, რომ ოპოზიციის მხრიდან დასაბუთებული კრიტიკა არის დემოკრატიის არსი

სამწუხაროა, რომ თავდაცვის მინისტრისგან რეალურად არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მოგვისმენია, იყო მუდმივი ბრალდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მინისტრს არ ესმის, რომ ოპოზიციის მხრიდან დასაბუთებული კრიტიკა არის დემოკრატიის არსი. როდესაც ის საუბრობს, რომ ასეთი კრიტიკა აყენებს ზიანს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს, ძალიან ცდება. იცით, რა აყენებს ზიანს? ის, რომ ის მათ შორის არ გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს წვრთნები არ არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აი, ეს აყენებს საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესებს. ასევე არ გასცა პასუხები იმ კითხვებს, რაც ჩვენ გვქონდა მის პირად კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ის წლიდან წლამდე უფრო და უფრო მდიდრდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.