თინა ბოკუჩავა - რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას, ივანიშვილმა ვერ ჩაახშობს ვერც სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას
თინა ბოკუჩავა - რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას, ივანიშვილმა ვერ ჩაახშობს ვერც სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას

რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ვერ ჩაახშობს სააკაშვილის ხმას, – ამის შესახებ „ერთიანი – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს მიხეილ სააკაშვილის ხმას. ის ვერ ჩაახშობს ვერც ქართველი ხალხის ხმას, რომელიც გადამწყვეტ ისტორიულ არჩევნებზე, 26 ოქტომბერს იტყვის საკუთარ სიტყვას. ამით გადაარჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.