თინა ბოკუჩავა - რამდენ ვირტუალურ თუ რეალურ ტრიბუნაზეც არ უნდა გამოვიდეს გიორგი გახარია, ამას საერთაშორისო რეზონანსი არ ექნება
რამდენ ვირტუალურ თუ რეალურ ტრიბუნაზეც არ უნდა გამოვიდეს გიორგი გახარია, ამას არანაირი საერთაშორისო რეზონანსი არ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე გიორგი გახარიას გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დარჩენილ ოთხ კვირაში რამდენ ვირტუალურ თუ რეალურ ტრიბუნაზეც არ უნდა გამოვიდეს გიორგი გახარია, ამას არანაირი საერთაშორისო რეზონანსი არ ექნება, რადგან ჩვენმა საერთაშორუსო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მოძალადე გახარია, რომელიც ივანიშვილის მმართველობის და 20 ივნისის სისხლიანი ღამის არქიტექტორია, შეიცვლება 31 ოქტომბრის არჩევნებით და ჩანაცვლდება ნორმალური, დემოკრატიული მთავრობით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.