თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნება, ვეტო არ დაიძლიოს და კანონი არ ამოქმედდეს.

„ერთადერთი გონივრული ნაბიჯი ამ ვეტოს არგადალახვა და კანონის უმოქმედობა იქნებოდა. თუმცა უმრავლესობა უკვე ამბობს, რომ ვეტოს გადალახავს და ამით ძალაში შევა მოღალატეობრივი და მავნებლური რუსული კანონი, რომლის მიზანია საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.