თინა ბოკუჩავა - პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ჩვენი ვალია, უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ჩვენი ვალია, უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავასთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.