თინა ბოკუჩავა - ვლადიმირ ზელენსკიმ ხალხის ნებაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო
თინა ბოკუჩავა - ვლადიმირ ზელენსკიმ ხალხის ნებაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ოლიგარქების გადაწყვეტილებებს აქვს მოკლე ვადა და მათ ძალიან მალე გასდის ყავლი, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს.

თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკიმ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოლიგარქების გადაწყვეტილება დროებითია.

„ეს ფაქტი თავისთავად ნათლად მეტყველებს, რომ რა უსამართლობაც არ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ოლიგარქის ხელით, ეს უსამართლობა ყოველთვის გასწორდება. ამას უნდა დრო და ხალხის ნება. სწორედ ხალხის ნებაზე დაყრდნობით მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე აღდგება სამართლიანობა და გამოსწორდება უსამართლობა, რის წინაშეც ახლა მიხეილ სააკაშვილი დგას საქართველოში, რადგან ოლიგარქების უკანონო გადაწყვეტილებებს აქვს ძალიან მოკლე ვადა, მათ ძალიან მალე გასდით ყავლი, რადგან ძალაუფლება და ძალა არის ხალხის ხელში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.