თინა ბოკუჩავა - მისასალმებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მიუხედავად „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი პოლიტიკისა, მაინც აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
მისასალმებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მიუხედავად იმ ძალიან გაუაზრებელი და მავნებლური პოლიტიკისა რომელსაც „ქართული ოცნება“ შვიდი წლის განმავლობაში ატარებს, მაინც აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოა.
„მისასალმებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მიუხედავად იმ ძალიან გაუაზრებელი, მავნებლური პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შვიდი წლის განმავლობაში ატარებს, მაინც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის პროცესის მხარდაჭერას. გაერო-ს უშიშროების საბჭო, ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოა, რომელსაც შეუძლია ასეთი ტიპის საერთაშორისო მხარდაჭერის გამოცხადება საქართველოსთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.