თინა ბოკუჩავა - მადლობას ვუხდი კუბილიუსს, ლექსმანს, ზოგადად, „ევროპის სახალხო პარტიას“ საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვისთვის
მსურს, მადლობა გადავუხადო ანდრიუს კუბილიუსს და მირიამ ლექსმანს და, ზოგადად, „ევროპის სახალხო პარტიას“ საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ EPP-ის პოლიტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორცხ ბოკუჩავამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველოს ოპოზიცია გააგრძელებს ერთიანობისკენ სხვლას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ.
„როგორც ბატონმა გალერმა მართებულად აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ რისკები ძალიან მაღალია, რადგან წყდება საქართველოს ევროპული მომავლის ბედი, რაც საჭიროებს დაცვას. ამიტომ ეს მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო „ევროპის სახალხო პარტიის“ სათავო ოფისს იმ დიდი შრომისთვის, რაც გალინამ და პატრიკმა გასწიეს ყველას ერთად შეკრებისთვის, რათა გვქონოდა პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები, რომელმაც ერთობის დეკლარაციის მიღების შესაძლებლობა მოგვცა. ეს არჩევნების წინ გაერთიანების ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რათა დავამარცხოთ ღიად ანტიდასავლური, ანტიევროპული და ღიად პრორუსული მთავრობა და ვუპასუხოთ ქართველი ხალხის ნებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერებს, სათავო ოფისს და ასევე, „კონრად ადენაუერის ფონდს“ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ფასილიტაციისთვის. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ოპოზიცია გააგრძელებს ერთიანობისკენ სვლას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.