თინა ბოკუჩავა - ლევან ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან
ლევან ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თიკა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების როლი დიდი ხნის განმავლობაში იყო სრული დუმილი, მაშინ, როდესაც ლევან ვასაძე ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა.
„მის თაობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, ამ ადამიანს მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამიტომ, მასზე, მის ორიენტაციასა და მის რუსეთუმეობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი ხელისუფლების როლია, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში, როცა ძალადობრივი განცხადებები ისმის, ბიძინა ივანიშვილი ასე მშვიდად კი არ უნდა იყოს, მკაცრი და დროული რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.