თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ სააკაშვილის დაცვის მხარეს შეზღუდოდა მტკიცებულებების მოპოვება
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ დაცვის მხარეს შეზღუდოდა მტკიცებულებების მოპოვება. განსაკუთრებით, ამ კონკრეტულ მომენტში, როცა მტკიცებულებების მოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, განსხვავებით ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ფსევდოსასამართლოსგან, სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის ითხოვს მტკიცებულებებს.
„რაც შეეხება სამომავლო საქმის წარმოებას სტრასბურგში, იცით, რომ არსებითი განხილვა და სიმართლის დადგენა ჯერ კიდევ წინ არის და როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, მათ შორის საერთაშორისო ფრონტზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.