თინა ბოკუჩავა - კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩემი აზრით, ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გიორგი გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც ივანიშვილის რეჟიმის ჯალათი, რადგან ის მონაწილეობდა 20-21 ივნისის დარბევებში, მაგრამ ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ამ ადამიანმა ამ ჯერზე მაინც გამოიჩინა კეთილგონიერება.
„მინდა, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან დაადასტურა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი იყო მისი წინააღმდეგობა მომხდარიყო დაუყოვნებლივ აღსრულება იმ ფსევდო სასამართლო გადაწყვეტილების, რომელიც გამოიტანა ნინო ჩახნაშვილმა. მიზეზი გახარიას გადადგომის იყო ის, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევას ოპოზიციის დარბევას და მეორე გავრილოვის ღამის მოწყობას. გიორგი გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც ივანიშვილის რეჟიმის ჯალათი, რადგან ის მონაწილეობდა 20-21 ივნისის დარბევებში, მაგრამ ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ამ ადამიანმა ამ ჯერზე მაინც გამოიჩინა კეთილგონიერება და ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე შეეწინააღმდეგა მთავარი ოპოზიციური ლიდერია პოლიტიკური მოტივებით დაკავების მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას. ამიტომ ჩემი აზრით, ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა.