თინა ბოკუჩავა - იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო
იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ბუნებრივია, აქ ყველა კოორდინირებულად მოქმედებს ივანიშვილის დავალების შესასრულებლად, რომელიც, რეალურად, პუტინის სურვილი და დავალებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია.
„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია, რადგან ყველა ისტორიული უსამართლობის და უკანონობის მომსწრე ვართ – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პუტინის ტყვეა. ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ. ის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩრდილიდან მესამედ გამოსული ივანიშვილისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, ამაზე ყველა თანხმდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთ. იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ბუნებრივია, აქ ყველა კოორდინირებულად მოქმედებს ივანიშვილის დავალების შესასრულებლად, რომელიც, რეალურად, პუტინის სურვილი და დავალებაა იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამგვარ პირობებში იმყოფებოდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა და აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც ამ დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.