თინა ბოკუჩავა - Human rights watch-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, Human rights watch-ის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს.
როგორც პირველ არხს ბოკუჩავამ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საშუალებით ცდილობს, საქართველოში დამოუკიდებელი მედია მოსპოს.
„ივანიშვილის ოჯახის დაკვეთით თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტები გაიტაცეს და ე.წ. მოსმენების გასაღები ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს ჩააბარეს. ანგარიშში ასახულია მძიმე პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია. გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა სოციალური დაპირებები არ შეასრულა, ასევე მოატყუა ხალხი, როცა მათ დაპირდა, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.