თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიამ ყველაზე საკვანძო კითხვას აარიდა თავი, თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე
თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიამ ყველაზე საკვანძო კითხვას აარიდა თავი, თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე

გიორგი გახარიამ ყველაზე საკვანძო კითხვას აარიდა თავი, თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ შს მინისტრის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს თავად გიორგი გახარია იყო, რომელიც იმ ღამეს ამ შენობაში იმყოფებოდა. მინისტრი პირადად მე რამდენიმეჯერ ვნახე, პარლამენტში რომ იყო.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის მხრიდან პირდაპირი კომუნიკაციის შემდეგ, თავად გიორგი გახარიამ გასცა სისხლიანი დარბევის ბრძანება და ახლა რიგით პოლიციელებზე ხელის შეხოცვის მცდელობა აბსოლუტური უღირსობაა. გახარია საუბრობს, რომ მას არ სურს წასვლა, რადგან პოლიციის ღირსება დაიცვას. მინდა ვუთხრა, რომ პოლიციას ახლა სახელს და ღირსებას ის ჯალათი ულახავს, რომელიც ბრძანების გამცემი და 20 ივნისის სისხლიანი ღამის მთავარი შემოქმედი თავად იყო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.