თინა ბოკუჩავა - ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სოციალური დისტანციის დაცვით სხვადასხვა ტიპის საპროტესტო მოქმედებები დავგეგმოთ
ჩემი აზრით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვით, სხვადასხვა ტიპის საპროტესტო მოქმედებები დავგეგმოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციების მიზანია, საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად იყოს ქვეყნის შიგნით ზეწოლაც, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.
„აქციებს რაც შეეხება, მესმის, რომ არსებობს ინტერესი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, ეპიდემიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე არის ის უპირველესი ფასეულობა, რაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითავისოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ჩემი აზრით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვით საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები, იმისთვის, რომ საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად, ასევე იყოს ქვეყნის შიგნით ზეწოლა იმისთვის, რომ ვაიძულოთ ივანიშვილს 8 მარტი შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.