თინა ბოკუჩავა - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს
თინა ბოკუჩავა - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რომ არ დადგეს ძალიან მძიმე შედეგი არა მხოლოდ მათი სიცოცხლის თვალსაზრისით, არამედ ქვეყნისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხდა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველამ გაიაზროს, გააცნობიეროს და გაითავისოს რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა.

„გასაგებია, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ყოველთვის არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველამ გაიაზროს, გააცნობიეროს და გაითავისოს რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, როცა ორი მოშიმშილე ადამიანია, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვიან – ელენე ხოშტარია და მიხეილ სააკაშვილი. ხოშტარიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რომ არ დადგეს ძალიან მძიმე შედეგი არა მხოლოდ მათი სიცოცხლის თვალსაზრისით, არამედ ქვეყნისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს და ხელი შეუწყოს, ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანას. ეს იყო ჩვენი მიზანი, როცა გუშინ პარტიამ განცხადება გააკეთა, რომ არანაირ საპროტესტო აქციას – არც ხალხმრავალს და არც მცირერიცხოვანს, არც ხმაურიანს და არც ჩუმს ადგილი არ ექნება იმ ლოკაციაზე, სადაც სააკაშვილის გადაყვანა მოხდება. სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების უფლება ვერ იქნება უზრუნველყოფილი გლდანის მე-18 კლინიკაში და აუცილებელია, დაუყონებლივ მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.