თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, თითოეული მოქალაქის არჩევანის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანის დასაცავად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს,– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების დაცვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და პარტნიორობით იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს. ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.