თინა ბოკუჩავა - ძალადობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამარკო ნიშანი
თქვენგან ვერანაირ გამიჯვნას ძალადობრივ მოწოდებებზე ვერ მოვისმენთ, რადგან ძალადობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამარკო ნიშანი, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, როდესაც ოპოზიცია ახდენს ფაქტების კონსტანტაციას, ნაცვლად იმისა, რომ ნორმალური რეაგირება მოხდეს, სხდომათა დარბაზში ძალადობის ინსპერირებას ხდება.
„როდესაც ოპოზიცია ახდენს ფაქტების კონსტანტაციას, საუბრობს, რომ ვოლსკი, რომელიც იყო ცეკა-ს ინსტრუქტორი, მათ შორის 9 აპრილის შემდეგ, ან ბატონი კოპალიანი, არ გაქვთ იმდენი თმენის ვალდებულებაც კი, რომ ამ ფაქტებს მისცეთ ნორმალური რეაგირება და არ მოახდინოთ ძალადობის ინსპერირება პირდაპირ პლენარულ დარბაზში. ერთხელ მოგმართეთ უკვე და კიდევ მოგმართავთ ბატონო ირაკლი, რომ გაემიჯნოს ამ ძალადობას. თუმცაღა მას შემდეგ, რაც ბოლო არჩევნებზე პირადად თქვენც, ისევე როგორც თქვენი გუნდის არაერთი წევრი, ახალისებდა და ამაღლებდა კრიმინალების, ძველი ბიჭების მხრიდან ძალადობას, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ამ დარბაზშიც თქვენგან ვერანაირ გამიჯვნას ძალადობრივ მოწოდებებზე ვერ მოვისმენთ, რადგან ძალადობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამარკო ნიშანი. ასე მიდის ის არჩევნებზე და ასე ცდილობს, ძალაუფლების შენარჩუნებას“, – განაცხდა თინა ბოკუჩავამ.