თინა ბოკუჩავა - ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს
თინა ბოკუჩავა - ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს

ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, პროდასავლურ პარტიათა კოალიციური ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა იმედოვნებს, შედეგს გამოიღებს პრეზიდენტის ძალისხმევა, რომ ოპოზიციურ ველზე არსებობდეს ერთიანი ხედვა.

„იმედი მაქვს, შედეგს გამოიღებს პრეზიდენტის ძალისხმევა, რომ ოპოზიციურ ველზე არსებობდეს ერთიანი ხედვა, მათ შორის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ დაინახოს, ივანიშვილის პარტიის პირობებში არც დათქმები შესრულდება, არც მოლაპარაკებები გაიხსნება ევროკავშირთან და ვერც ვერასდროს შევა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში. მეორე ამოცანა არის, ქართველ ხალხთან ერთად, ბრიუსელმა დაინახოს ალტერნატივა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების, ივანიშვილის პარტიის ალტერნატივა. ეს არის პროდასავლურ პარტიათა კოალიციური ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს, მყისიერად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება ევროკავშირში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.